aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

აშშ-ს ელჩი პირველ კომენტარს აკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ყველაზე მეტად მოსახლეობის უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი და მეორე, რაც ხდება ინფორმაცია ამის შესახებ, გამჭვირვალედ უნდა მიეწოდოს მოსახლეობას” – კომენტარი გააკეთა აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ. მისი თქმით, მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია, – ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს:

“წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ოპერაციის საწყის ეტაპზე, აწარმოებდა მოლაპარაკებებს მათთან სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად, სუს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული პირების ვინაობის სრული იდენტიფიკაცია. მათი სავარაუდო დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია იმ კორპუსის სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და ასევე მიმდებარე ტერიტორიიდან.
სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი მათ სრულად აუნაზღაურდებათ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საზოგადოებას,მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განახლებულ ინფორმაციას მოვლენათა განვითარების შესაბამისად მიაწვდის.
მოსახლეობას მოვუწოდებთ მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითითებებს.” – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....