aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოზურგეთში ნაციონალების აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოზურგეთში დაპირისპირება გრძელდება. ენმ-ის აქციის მონაწილეები საკრებულოს შენობაში შეჭრას ცდილობენ.

ოპოზიციური პარტია საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომასაც ითხოვს. შეხვედრა მედიის წარმომადგენლების გარეშე, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალებულ “ქართული ოცნების” დეპუტატს ტარიელ აროშიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მანამდე ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარედგინა.

ქათამაძის განცხადებით, ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების გამო „ქართული ოცნების“ წევრებმა დაიბარეს და სცემეს.

იტვირთბა....