aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნიკი ჰეილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი, ნიკი ჰეილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, გამოეხმაურა.

„პრეზიდენტმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა, რითაც ნათელი გახდა, რომ შეერთებული შტატები ირანის ბირთვული შეთანხმების პირობებს დაიცავს, თუმცა არ მოითმენს ირანის სახიფათო და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს.

ჩვენ ვაპირებთ გაერო-ში ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევას, რათა გავამკაცროთ ირანის სარაკეტო პროგრამის საწინააღმდეგო საქმიანობა, გავაძლიეროთ შეიარაღების ემბარგო, დავძლიოთ ირანის მიერ ტერორიზმის დაფინანსება, ასევე ნათელი მოვფინოთ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. ყველა ამ ნაბიჯის გადადგმა ირანთან ბირთვული შეთანხმების ფარგლებს გარეთ შეიძლება. ჩვენ არ უნდა მივცეთ ირანს უფლება, რომ ბირთვული შეთანხმების საფარქვეშ დაარღვიოს გაერო-ს რეზოლუციები და ყველა საერთაშორისო ნორმა“, – აღნიშნულია ნიკი ჰეილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების პირობები არ შეცვალა და უცვლელად დატოვა.

იტვირთბა....