ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაცმოძრაობას” არ აქვს სერიოული რესურსი, ხელოვნურად გამოიწვიოს ქვეყანაში დესტაბილიზაცია”

მმართველი გუნდი გაერთიანებული ოპოზიციის შეთავაზებას ეხმაურება, რომელიც სამუშაო ჯგუფის შექმნას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მსჯელობას ეხება.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ისინი არც მოლაპარაკებას, არც არჩევნების შედეგების გაუქმებას და არც საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას აპირებენ.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, არსებობს სხვა სერიოზული კითხვები და ამ თემაზე საუბარი არასერიოზულად მიაჩნია.

გვაქვს სხვა სერიოზული კითხვები? არის სხვა სერიოზული კითხვები? მე მგონი სერიოზულ საკითხებზე ვართ და თუ გაქვთ სერიოზული კითხვები მზად ვარ ვუპასუხო,“-განაცხადა კალაძემ.

ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხდა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ინაუგურაციისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

ჩვენ დავინახეთ დღეს, რომ არ აქვს „ნაცმოძრაობას“ სერიოზული რესურსი, რომ გამოიწვიოს დესტაბილიზაცია ხელოვნურად ჩვენს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გავყვეთ ჩვენს დღის წესრიგს. ჩვენი დღის წესრიგი ეს არის – ჩვენ ველოდებით ინაუგურაციას, ვემზადებით ამისთვის და ასევე ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს გაერთიანებული ოპოზიცია არ ეთანხმება და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. ამ მოთხოვნით გუშინ ისინი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ.

იტვირთბა....