aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თავს დაესხნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს ალექსანდრე კვახაძეს ფიზიკურად ცინცაძის ქუჩაზე გაუსწორდნენ. კვახაძე ფაქტს პოლიტიკურ მოღვაწეობას არ უკავშირებს და კრიმინალად განიხილავს.

როგორც კვახაძემ “მეტრონომს” განუცხადა, მისთვის უცნობი პირები თანხის გამოძალვას ცდილობდნენ.

„მთხოვეს, რომ გარკვეული თანხა, online სესხის სახით გამომეტანა, რაზეც კატეგორიული უარი ვუთხარი, რის შემდეგაც უკვე წამოვიდა მუქარა და წამოვიდა შეურაცხყოფა და ამის მერეც რომ ვთქვი უარი, მერე უკვე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა ჩემზე,“ – განაცხადა კვახაძემ.

ექიმ თემურ ხელაშვილის თქმით, ალექსანდრე კვახაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას დაკვირვების შემდეგ სახლში გაწერენ.

იტვირთბა....