aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული წევრები გაათავისუფლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული წევრები, ელგუჯა ბაგრატიონი და ბონდო თედორაძე 12-საათიანი ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს,-  ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.  პროცესი უახლოეს საათებში გაიმართება.

შეგახსენებთ, ბუკნარიდან ასწლოვანი ხის, „მაგნოლიას“ გადატანის დროს გამართულ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ელგუჯა ბაგრატიონი და ბონდო თედორაძე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. უწყების ცნობით, გამოძიება 173- მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

იტვირთბა....