aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ახალი ლიდერის ფუნქციის შესრულება დაიწყო ნიკანორ მელიამ – ვოლსკი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ”ნაციონალურ მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას შორის მომხდარი დაპირისპირება მედიასთან შეაფასა:

”საერთოდ, დაპირისპირება, რა თქმა უნდა, გამართლებული არ არის, თუმცა რეგლამენტის დარღვევა, ფრაქციიდან განცალკევებული ხალხის შემოყვანა და მათი ჩართვა დისკუსიებში, თანაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ეს არის ის, რასაც ”ნაციონალური მოძრაობა” დღეს თავის პოლიტიკად თვლის და იყენებს მას მერე, რაც სააკაშვილი ჭაობში ჩაეფლო. ახლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ახალი ლიდერის შექმნის დრო მოვიდა და ვფიქრობ, ამ ფუნქციის შესრულება დაიწყო ნიკანორ მელიამ. პრემიერმა ამის თაობაზე შეფასება გააკეთა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და ვფიქრობ, სწორად შეაფასა როგორც ოპონენტი მხარე, ასევე თავისი რეაგირება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. სხდომის დასრულებისას, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ მას შეცვლილი და კორუმპირებული პრემიერი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას აგინა. მოგვიანებით, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

იტვირთბა....