aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნაცვლიშვილი უზენაესი სასამართლოს კანდიდატის შერჩევის პროცესზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატის შერჩევისათვის წამოწყებული პროცესის შეფასებისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიზანია, რაც შეიძლება ფართო ჩართულობით მოხდეს უზენაესი სასამართლოს კანდიდატის შერჩევა

„ეს არის ის ინსტიტუტი, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს და საპარლამენტო ეტაპი ვერ იქნება გამოტოვებული – ამას თავად კონსტიტუცია ამბობს, ამიტომ არანაირად არ არის მოცემულობა ისეთი, რომ პარლამენტი იქნება ამ პროცესიდან გამოთიშული. პირიქით, ეს არის პროცესი, რომელიც პარლამენტს და პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, რთავს, მაგრამ რთავს ამის მიღმა მნიშვნელოვან აქტორებს – საზოგადოებრივ, პროფესიულ ჯგუფებს, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომლებსაც შეუძლიათ ამ პროცესს მისცენ ძალიან ღირებული რჩევები კანდიდატურებთან მიმართებაში. ჩვენ ვიწყებთ აკადემიური წრეებით, მაგრამ პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ იქნება ჩაკეტილი პროცესი – დაიწყება აკადემიური წრეებით და გაგრძელდება და ჩართავს ყველა მნიშვნელოვან აქტორს და ინსტიტუციას, რომლის მონაწილეობაც ამ პროცესის გაჯანსაღებისა და სიძლიერისათვის აუცილებელია“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ორშაბათიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად პროფესიულ ჯგუფებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციებს იწყებს, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ვითარების გაუმჯობესებაზე მუშაობენ და პროფესიული კვალიფიკაცია აქვთ. პრეზიდენტის ეგ განცხადება 2 აგვისტოს ნინო გვენეტაძის გადადგომას მოყვა.

იტვირთბა....