aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

 მსოფლიოში ცნობილი „სტარბაქსის“  ბრენდი საქართველოს ბაზრით ინტერესდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

„სტარბაქსის“ წარმომადგენლების ინფორმაციით,ისინი შესაძლოა საქართველოთი დაინტერესდნენ და ამისთვის ბაზრის კვლევას ახორციელებენ. მათი განცხადებით, საქართველოს ბაზარი საკამოდ მზარდი და სწრაფად განვითარებადია, ამიტომაც საქართველოში შემოსვლის საკითხს აქტიურად იხილავენ.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩვენი კომპანიით დაინტერესების გამო. გიდასტურებთ, რომ თბილისის ტურისტული პოტენციალი საკმაოდ მზარდია. ჩვენი კომპანია აქტიურად ზრუნავს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და გაფართოებაზე.

ვიცით, საქართველოს ბაზარზე შემოსვლა ჩვენი კომპანიისთვის გაყიდვების ზრდისა და მომხმარებლების რაოდენობის კარგი საშუალება იქნება, ამიტომ „სტარბაქსში“ ამ საკითხს შესაბამისი გუნდი განიხილავს. ვფიქრობ, კომპანიის თბილისის ბაზარზე შემოსვლა იდეალური იქნება.

აქვე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებს საშუალება აქვთ ჩვენს საიტზე გაგვიზიაროთ იდეები და ამით შექმნათ „სტარბაქსის“ მომავალი. ამ საიტზე შემოსული ბევრი იდეა, უკვე ქმედებადაა ქცეული“ , – აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ გასული წლების განმავლობაში არაერთხელ გაჟღერებულა კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლის საკითხი, თუმცა აქამდე „სტარბაქსში“ აცხადებდნენ , რომ კომპანია საქართველოს ბაზრით დაინტერესებული არ იყო.

mirest.ge

იტვირთბა....