aviabiletebi
მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მესაზღვრეებს მივმართავ, ნებისმიერს გაუხსნან ცეცხლი”: „რადიკალური პარტიის“ ლიდერი სააკაშვილს ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის „რადიკალური პარტიის“ ლიდერი ოლეგ ლიაშკო საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

„მხოლოდ მტრებს შეუძლიათ სააკაშვილის ისტერიულ მოწოდებას გამოეხმაურონ. უკრაინის საზღვრის ურღვევობის ხელყოფა ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის აუღიარებლობაა. ეს უკრაინის დამცირებაა! სააკაშვილი უკმაყოფილოა იმით, რომ მისმა მეგობარმა პოროშენკომ მას პასპორტი წაართვა, რომელიც უკანონოდ მიიღო. დაიქირავოს საუკეთესო ადვოკატები და სასამართლოში წავიდეს. მაგრამ ჩემი ქვეყნის საზღვრები წმინდა და ხელშეუხებელია. ამიტომაც ჩვენს გმირ მესაზღვრეებს მივმართავ, ნებისმიერს გაუხსნან ცეცხლი, ვინც საზღვარს დაარღვევს. ვინც ჩვენი საზღვრების ურღვევობას ხელყოფს, უკრაინის მტერია. რატომ არ არღვევს ის საქართველოს საზღვარს? იმიტომ, რომ პატივს სცემს თავის მშობლიურ საქართველოს. უკრაინა მისთვის უცხოა, ამიტომაც ასე ამცირებს მას. არავის მივცემ უფლებას დაამციროს ჩემი სამშობლო“, – წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....