aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მთავრობა იძულებულია სალომე ზურაბიშვილს ყველაფერი “გაუპრავოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მე არ მგონია, რომ “ქართულ ოცნებას” მოსწონს სალომე ზურაბიშვილი. ისინი უბრალოდ ჩიხში შევიდნენ”, – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას.

“თუ ხელისუფლებას გონია, რომ ვინმეს ამნეზია სჭირს, ცდება. დღევანდელი ტექნოლოგიები იმის საშუალებას იძლევა, რომ ყველაფერი ნახო. სალომე ზურაბიშვილის მთავარი კომპრომატი ის კი არ არის ვინ დაიწყო ომი ან ვინ არ დაიწყო, არამედ ის, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ დაბომბა საკუთარი მოქალაქეები. საქმე იმაში გახლავთ, რომ ესაა მთავარი არგუმენტი რუსეთის, სასამართლო დავებში. რუსეთის მხრიდან ფიგურირებს ის აზრი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა საკუთარი მოსახლეობა და მოაწყო გენოციდი. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი ამ ნარატივში ჩაჯდა.  ზურაბიშვილის  პოლიტიკური დანაშაული არის ის, რომ  საქართველოს მთავრობა საკუთარი მოსახლეობის დაბომბვაში დაადანაშუალა. ფაქტობრივად, ეს არის ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მიცემული ჩვენება.

შეიძლება კობახიძემ ილაპარაკოს, რომ დააკვირდნენ ზურაბიშვილს და ისეთი არაფერი არ უთქვამსო, მაგრამ ესე ხომ არ ხდება?! დღევანდელი ტექნოლოგიების საშუალებებით, ზურაბიშვილს კომპრომატის გაქრობა კობახიძეს არ შეუძლია.

მე არ მგონია, რომ “ქართულ ოცნებას” მოსწონს სალომე ზურაბიშვილი, უბრალოდ, ჩიხში შევიდნენ. საპრეზიდენტო კანდიდატებიდან სხვას მხარს ვერ დაუჭერდნენ. ისინი იძულებულები გახდნენ ზურაბიშვილისთვის მხარი დაეჭირათ. ფაქტობრივად, მთავრობა სიტუაციის მძევალი გახდა და იძულებულები არიან ზურაბიშვილს ყვეაფერი “გაუპრავონ”. აი,ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ესაა მორიგი მაზოხიზმის აქტი “ქართული ოცნების” მხრიდან, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა და უფრო ღრმად და ღრმად ეფლობა ამ ჭაობში” – განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.

შეგხსენებთ, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საქართველოს ყოფილი მთავრობა ღიად დაადანაშაულა საკუთარი მოსახლეობის დაბომბვასა და ომის დაწყებაში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ასეთი რამ არ უთქვამს.

 

იტვირთბა....