aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე ვითარების სერიუზულ გამწვავებას არ ველოდები” – მარგველაშვილი დღევანდელ აქციაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

BBC-ის რუსულ სამსახურთან, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, დიპლომატიური პრობლემების მოგვარებასა და მოსკოვთან მეგობრული ურთიერთობების შესაძლებლობაზე საუბრობს.

ვითარება არჩევნებზე საუკეთესო არ ყოფილა იმ კუთხით, რომ იყო ბევრი დარღვევა, ხალხი ამის გამო ნეგატიურ პოზიციას გამოხატავს და ეს ბუნებრივია. ჩვენ გვყავს არჩეული პრეზიდენტი და მალე მისი ინაუგურაცია შედგება. თუმცა, ხალხის პოზიცია ამ კანონდარღვევებთან დაკავშირებით გამოიხატება მიტინგში. მიტინგი – ეს არის დემოკრატიული პროცესი და გამოვდივარ მოწოდებით, რომ ეს მიტინგი არ გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, თუმცა, მე ვითარების სერიუზულ გამწვავებას არ ველოდები. სახელმწიფოს როლი იმაშია, რომ აღკვეთოს ნებისმიერი კონფლიქტი, სხვადასხვა მომიტინგე მხარეებს შორის კონტაქტები და ჩვენ აქ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ასეთი რამ არ მოხდეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მეხუთე ქალი პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი ეყოლება. ოპოზიცია არჩევნების შედეგს არ ცნობს და დღეს რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან აქციაზე იკრიბებიან.

იტვირთბა....