aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მექსიკის პრეზიდენტმა საპრეზიდენტო თვითმფრინავი გაყიდა და კომერციული ავიარეისით დაფრინავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ეკონომ კლასით ფრენისას, შესაძლებელია, თქვენს გვერდით მექსიკის პრეზიდენტი იჯდეს? დიახ ეს რეალურად ხდება”, – ამის შესახებ CNN წერს და აღნიშნავს, რომ მექსიკის ახალმა პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორმა წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება დაიწყო.

თავის მემარცხენე, წინასაარჩევნო დაპირებებში ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ Boeing 787-8 Dreamliner TP-01-ს გაყიდდა და მიღებული თანხით ღარიბებს დაეხმარებოდა.

“მე არ გამოვიყენებ საპრეზიდენტო თვითმფრინავს, სირცხვილით ავივსები, მე რომ ასეთი მდიდრული თვითმფრინავით ვიფრინო ქვეყანაში, რომელშიც ამდენი სიღარიბეა”, – წერდა ლოპეს-ობრადორი Twitter-ზე, სექტემბერში.

მან ნამდვილად შეასრულა აღნიშნული დაპირება, და და რიგითი მოქალაქეების გვერდით მგზავრობს, რისი ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც ვრცელდება.

“მისი პრივილეგია ისაა, რომ ფანჯარასთან ზის” , – წერს CNN.

Boeing 787-8 Dreamliner TP-01

იტვირთბა....