aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მერამდენედ უნდა ვნახო ამათი აგრესია და მერე ამათი დაკარგვა არეალიდან? დავიღალე, გავბეზრდი ამის მოსმენისგან”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემა “რეაქციაში” მმართველი გუნდის კრიტიკას პასუხობს. მისი თქმით, პარლამენტში მომხდარი ფაქტის შემდეგ კი არ გაბრაზდა, არამედ გაბეზრდა და დაიღალა. პრეზიდენტი ამბობს, რომ  მოსაწყენია, როდესაც აგრესიას ისმენს ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც შემდეგ პოლიტიკური არეალიდან უბრალოდ ქრებიან. მისი აზრით, ეს არის ახალგაზრდა ადამიანების ჯგუფი, რომლებიც აწყობილი მესიჯბოქსებით საუბრობენ. მარგველაშვილი ამბობს, რომ მან იდარდა, რადგანაც არ მიეცა საშუალება,  პარლამენტში საინტერესო დებატები ყოფილიყო.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს პარლამენტში ყველაზე ცუდი რამ მოხდა, როდესაც კონსტიტუციის გარანტს სიტვის და გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს. იმ დღეს, როდესაც ეს ყველაფერი კონსტიტუციით არის გაწერილი. ეს არის ის პრეცედენტი, რომელსაც საქართველო არ უნდა დაადგეს.

არა ერთი ექსპერტი გამოვიდა და რეგლამენტზე ისაუბრეს. ის რომ დებატები იქნებოდა, ამ პოლიტიკური ჯგუფის მიერ დაანონსებული იყო. მე რომ თქვენთან ინტერვიუზე მოვდივარ, უნდა დავთქვათ კიდევ, რომ სიტყვა პასუხი იქნებოდა? როდესაც მე შევეცადე, რომ დიკუსიაში ჩავრთულიყავი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვის თქმის უფლება არ მომცა”,-განაცხადა პრეზიდენტმა “რეაქციაში”.

იტვირთბა....