aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ომბუდსმენი მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს ხვდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პანკისში იმყოფება. ომბუდსმენი  მაჩალიკაშვილების ოჯახში იმყოფება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ განაცხადა, სახალხო დამცველს სპეცოპერაციის დეტალების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ლომჯარიას  შეხვედრა მაჩალიკაშვილებთან დახურულ კარს მიღმა იმართება.

შეგახსენებთ, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი ინგოროყვას კლინიკაში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ის თავის არეში დაიჭრა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულია 5 პირი.

იტვირთბა....