aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარიხუანას მოხმარებაზე დაწესებული სანქციები შემსუბუქდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტში დღეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობენ. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით მარიხუანას მოხმარებაზე დაწესებული სანქციები შემსუბუქდება.
კერძოდ, პირველი შემთხვევის დროს აღარ მოხდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება, ასევე იცვლება კანაფის დიდი ოდენობის და ასევე მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრება.
კანაფის შემთხვევაში დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად -1000 გრამით.
მარიხუანას შემთხვევაში დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 70 გრამით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით.

„ხდება ლიბერალიზაცია იმიტომ, რომ ერთმანეთისგან გაიმიჯნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მარიხუანასა და მცენარე კანაფისთვის და მერეს მხრივ სხვა ნარკოტიკებისთვის. კონკრეტულად მარიხუანასა და მცენარე კანაფისთვის დიდ ოდენობამდე არ იქნება გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა და ასევე არ იქნება მცირე ოდენობაზე ადმინისტრაციული პატიმრობაც. ასევე ეხება მცირე ოდენობით მარიხუანას ან კანაფის კულტივაციას,“-განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ.

იტვირთბა....