aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მარიხუანასთნ დაკავშირებული გაუგებრობა არასწორი კომუნიკაციის ბრალი იყო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშორებით, განაცხადა, რომ ამ საკითხზე საზოგადოებასთან კომუნიკაცია არასწორად შედგა, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

მისივე თქმით, არსებული გაუგებრობა არასწორი კომუნიკაციის ბრალი იყო.

„თქვენ იცით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. ჩვენ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ მარიხუანას მოწევის გამო არ უნდა მიდიოდეს ციხეში, თუმცა ის გადაწყვეტილება რაც საკონსტიტუციომ მიიღო, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავიდეთ, ესეც ცხადია და ამაზე ყველა ვთანხმდებით.

რეგულაციები, რომელიც მოამზადა ცენტრალურმა ხელისუფლებამ შსს ჩართულობით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გადაიგზავნება პარლამენტში და მოხდება ამ ყველაფრის განხილვა.

კულტივაციას რაც შეეხება, აქაც არასწორად იყო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რამაც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, თითქოს ხელისუფლება გეგმავდა ნარკოტიკების წარმოება-გასაღებას, რაც ნამდვილად სიმართლეს არ შეესაბამება. აქ საუბარი იყო მედიცინის და კოსმეტიკის მიმართულებით მოხმარებაზე და აქაც მგონია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან უფრო მეტი კომუნიკაცია, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ჩართულობა და მგონია, რომ როდესაც მოხდება ეს კომუნიკაცია, ყველასთვის ცხადი იქნება, რომ პრობლემას არ წარმოადგენს“ –  განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

იტვირთბა....