aviabiletebi
მსოფლიო

მარინ ლე პენი საფრანგეთის ხელისუფლების წინააღმდეგ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ნაციონალური ფრონტის დამფუძნებელი მარინ ლე პენი საფრანგეთის მთავრობას პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნაში სდებს ბრალს. ამის შესახებ იუწყება “გარდიანი”.

ლიონში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ფრანგ პოლიტიკოსს სიძულივილის გაღვივებასა და ისლამოფობიაში დასდეს ბრალი.

2010 წელს ლე პენმა და მისმა პარტიამ ქუჩაში მლოცველი მუსლიმები გააკრიტიკეს და მათი ქმედება ოკუპაციას შეადარეს.

„უკაცრავად, მაგრამ ოკუპაციაზე საუბრისას ახსენდებათ მეორე მსოფლიო ომი, მაშინ როცა შეგვიძლია ვისაუბროთ ქუჩის მლოცველებზე, რომლებიც ასევე   იკავებენ  ჩვენ ტერიტორიას“.

„ხუთი თვე დარჩა რეგიონულ არჩევნებამდე და ხუთი წლის შემდეგ  სამართლებრივი პროცესების დაწყება არის პოლიტიკურად მოტივირებული“. – განაცხადა ფრანგმა რადიკალმა.

ლიონში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ლე პენმა ისლამოფობია უარყო. მისი განცხადებით მან დაგმო ქუჩაში ლოცვა, როგორც ქმედება, რომელიც საზოგადებრივ წესრიგს არღვევდა და არ შეხებია რომელიმე ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფს.

ლიონში სასამართლოს დაწყებამდე საფრანგეთის მუსლიმთა საბჭომ დაგმო ფრანგი პოლიტიკოსის საქციელი და ლე პენს მუსლიმთა შეურაცხყოფაში დასდო ბრალი.

 

 

 

იტვირთბა....