aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარგველაშვილი: “მმართველმა გუნდმა ბევრად უფრო ღირსეული კანდიდატი უნდა დააყენოს მე რომ დამიპირისპირდეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში სტუდენტებთან შეხვედრისას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ოცნებას” მისი არჩევნებში მონაწილეობა არ სურს, რათა სუსტი კანდიდატურა წამოაყენონ.

“რატომ არ ასახელებენ კანდიდატს? არ ასახელებენ იმიტომ, რომ არ იციან, როგორ დაასახელონ კანდიდატი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ უნდა დაასახელონ თუ რაღაც აბსტრაქტული კანდიდატი.

ყველაზე მეტად აწყობთ, რომ მე თქვა, რომ არ ვიღებ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო სუსტი იქნება კანდიდატი, მერე მომავალი პრეზიდენტობისას უფრო რბილი იქნება, ჭკვიანი იქნება, აქ იმ კანდიდატს ვერ ნახავთ ვერაფრის დიდებით, თქვენ თუ მოიყვანთ ექსკურსიაზე, თორემ თვითონ აქ ვერ იქნება. ასეთი კანდიდატის დაყენება უნდათ, მაგრამ თუ მე ვმონაწილეობ არჩევნებში, ასეთ კანდიდატს ვერ დააყენებენ, ბევრად უფრო ღირსეული უნდა დააყენონ, იმისთვის, რომ მე დამიპირისპირდეს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

იტვირთბა....