aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

მაკრონი: “ქიმიურ თავდასხმაში ასადის ბრალეულობის მტკიცებულება მაქვს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ აქვს “მტკიცებულება” იმისა, რომ ქალაქ დუმაზე ქიმიური თავდასხმა ბაშარ ასადის ხელისუფლებამ განახორციელა.

მაკრონი აცხადებს, რომ “დროის შესაბამისად” გადაწყვეტს, როდის დაარტყას სირიას.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ სირიაში სავარაუდო ქიმიურ თავდასხმის საპასუხოდ ავიადარტყმას განახორციელებს. 11 აპრილს დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიაში “ახალი და ჭკვიანი” რაკეტები გაფრინდებიან, თუმცა რამდენიმე საათში “დათვითა”, რომ არასდროს მიუთითებია კონკრეტული დრო.

“არასდროს მითქვამს, როდის იქნებოდა სირიაზე დარტყმის ზუსტი დრო. შესაძლოა ძალიან მალე, შესაძლოა არა!”, – დაწერა ამერიკელმა ლიდერმა საკუთარ Twitter-ზე.

7 აპრილს სავარაუდოდ სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში რუსულ შეიარაღებულ ძალებზე დარტყმის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ბრიტანეთმა სირიის სანაპიროებისკენ  წყალქვეშა ფლოტი უკვე გაგზავნა

სირიის პრეზიდენტმა ბაშალ ალ-ასადმა სააგენტო AFP-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 7 აპრილის მოვლენებში სირიის ხელისუფლების მიერ ტოქსიკური გაზის გამოყენების ალბათობას „100%-იანი ფაბრიკაცია“ უწოდა. მისი თქმით, სირიას ქიმიური იარაღი არ აქვს.

იტვირთბა....