aviabiletebi
ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

მაისაია: “იქმნება ახალი მსოფლიო წესრიგი, სადაც ტრამპის ამერიკას საქართველო არ აინტერესებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პუტინისა და ტრამპის შეხვედრა, საქართველოს როლი დიდი ქვეყნების მიერ გავლენების სფეროების გადანაწილებისას, ქვეყნის ჯარში არსებული ვითარება და ა.შ. “მეტრონომი” ამ ყველაფერზე ექსპერტს სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

მეტრონომი: პირველ რიგში, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა რომ შეგვიფასოთ..

ვახტანგ მაისაია: პუტინისა და ტრამპის ჰელსინკის სამიტი შეიძლება ისტორიული იყო, ბრიუსელი-ნატოს სამიტთან ერთად. ამ სამიტის პარალელურად, იმართებოდა პეკინის სამიტიც, სადაც ევროკავშირისა და ჩინეთის ლიდერები შეხვდნენ. იქ სპეციალურ ხელშეკრულებას მაოწერეს ხელი.

პეკინის, ბრიუსელისა და ჰელსინკის სამიტი იმის მანიშნებელია, რომ ძველი მსოფლიო წესრიგი დაირღვა და ახალის ჩამოყალიბება დაიწყო, რომელიც მონოპოლარული არაა. უკვე 4 მსოფლიო გავლენის მოთამაშეა – ამერიკა, რუსეთი, ევროკავშირი და ჩინეთი. ამ ოთხპოლუსიან გარემოში აღმოჩნდა საქართველო. ტრამპმა ძირფესვიანად შეცვალა ამერიკის საგარეო პოლიტიკა. ნიგერიის პრეზიდენტთან შეხვედრისას ტრამპმა თქვა, რომ ამერიკა გლობალურ ჰეგემონობას თავს ანებეს და მან უკვე ამის რეალიზაცია დაიწყო.

მეტრონომი: რა გავლენას მოახდენს ტრამპის პოლიტიკა საქართველოზე?

ვახტანგ მაისაია: გასაგებია უკვე რა გავლენას მოახდენს ეს ყოველივე საქართველოზე. ჰელსინკის სამიტზე პუტინმა და ტრამპმა დაიწყეს გავლენის ზონების გადანაწილება.რუსეთმა, პირველად, პირდაპირ უთხრა ამერიკას, რომ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ სირიაში, აშშ-ს ჰეგემონიადამთავრდა.

თუმცა, ტრამპი პუტინს არ დაეთანხმა ცენტრალურ და სამხრეთ აზიასთან, უკრაინასთან, კორეასთან და ავღანეთთან მიმართებაში, სადაც ამერიკას აქვს ინტერესები. საქართველოს თემა საერთოდ არ განიხილებოდა. უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის პოზიცია იყო გარკვეული. ტრამპი დათანხმდა დონბასში რეფერენდუმის ჩატარებას. ფაქტობრივად, ამით, ფაქტობრივად, უკრაინა ორად გაიყო. დასავლეთ ნაწილი ამერიკის გავლენის სფერო, ხოლო აღმოსალეთი რუსეთის. ეს ძალიან ცუდად მეჩვენა მე.

მეტრონომი: ფაქტია, ტრამპის მოსვლის შემდეგ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ბევრი რამე შეიცვალა. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?

ვახტანგ მაისაია:  ტრამპის მოსვლის შემდეგ ამერიკის პოლიტიკურ შიდა წრეებში ვითარება შეიცვალა. თუ ადრე ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაცია, დღეს საგარეო პოლიტიკაზე გადაწყვეტილებას სამი ძირითადი დაჯგუფება ღებულობს – ულტრანაციონალისტური დაჯგუფება (თავად ტრამპის ადმინისტრაცია), მეორე დაჯგუფება არის, ე.წ. ქორები – მაკკეინი, ჩეინი და ა.შ. (ამ დაჯგუფებას აქვს ინტერესი საქართველოს მიამრთ), მესამე, ესაა ნეოლიბერალები – დემოკრატიული პარტია, რომელსაც საქართველოს მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ.

ნეოკონსერვატორებს საქართველოში დასაყრდენის სახით ყავს “ევროპული საქართველო”, ისინი მიშას აღარ ენდობიან. მიშამ კრემლის პოლიტიკური თამაში დაიწყო. მან დონბასიდან შემოსული თანხა აიღო და ამაზე საქმეა უკრაინაში აღძრული. არის კიდევ ერთი ძალა – მარგველაშვილი-უსუფაშვილის გაერთიანება, რომელიც ასევე შეიძლება ნეოკონსერვატორების დასაყრდენი გახდეს.

სხვათა შორის, კვრიკაშვილის გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ ყოფილი პრემიერი ცოტა ხნით ტრამპსაც შეხვდა. ეს ნიშნავდა, რომ “ოცნების” გარკვეულ ჯგუფს სერიოზული ლობისტური ჯგუფი გაუჩნდა.

მეტრონომი: როგორ შეაფასებდით ტრამპის განცხადებას საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით?

ვახტანგ მაისაია: ტრამპმა ეს აზრი ნატოსთან დაკავშირებით 2017 წლის დეკემბერშიც დააფიქსირა და არავინ არ მოახდინა ამერიკის ეროვული უსაფრთხოების სტრატეგიის კონტენტანალიზი. ულტრანაციონალისტების პოზიციიაა ეს. პირველად დაფიქსირდა, რომ ამერიკას არ გააჩნია საქართველოსადმი ინტერესი. ობამას დროს კი ეს ყველაფერი პირიქით იყო. ტრამპთან არავინ არ მუშაობს და ნეოკონსერვატორების იმედად ყოფნა რამდენად გამოგვადგება, ეს ცალკე საუბრის თემაა.

ქართული დიპლომატია ნირვანაშია. პრეზიდენტის კანდიდატადაც იმიტომ გაიჟღერა ზურაბიშვილისა და აბაშიძის გვარებმა, იქნებ, საგაერო პოლიტიკის კუთხით, ამ ადამიანებმა იაქტიურონო.

მეტრონომი: რას გვეტყვით ჯარში არსებულ სიტუაციაზე?

ვახტანგ მაისაია: ბოლო 6 წლის განმავლობაში 5 თავდაცვის მინისტრი შეიცვალა. ერთი-მეორეზე უარესები ინიშნებოდნენ, დაწყებული ალასანიათი, დამთავრებული ჯანელიძეთი, რომელიც პირველი ჩეკისტი იყო. მან მოიყვანა ჯალათები, მაგალითად, ვალერი ზუმბაძე, რომელიც ყოფილი პატიმრის წამებაშია დადანაშაულებულია. მერე მოვიდა თინა ხიდაშელი, რომელმაც ჯარი დაანგრია.

ახლა მოვიდა იზორია, რომელმაც ეს ყველაფერი დააბოლოვა. რომ არა ამერიკელების პირდაპირი დახმარება, 9 ბატალიონს ამერიკელები რომ არ  წვრთნიდნენ, კატასტროფის წინაშე ვიქნებოდით.

მე მინდა გითხრათ ექსკლუზივი. კონგრესმა ტრამპის ახალი წინადადება დაამტკიცა. ამერიკის თავდაცვის უწყებამ 300 მილიონი დოლარი გმაოყო ჯაველინებისა და თავდაცვითი სისტემების საწარმოებლად. ეს წარმოება მიეცემა უფასოდ ავსტრალიას, ლიტვას, ესტონეთს, ტაივანსა და უკრაინას. საქართველო ამ სიაში არაა. უკრაინელებს უფასოდ გადასცეს ჯაველინები და ჩვენ მოგვყიდეს. რა გითხრათ, რით გაგახაროთ… საერთოდ, მგონი, გეოპოლიტიკური ატლასიდან ვართ ამოშლილები…

იტვირთბა....