aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კომისიამ ხორავას ქუჩის საქმეზე ჭეშმარიტება ვერ დაადგინა, რაც აჩენს ეჭვს, რომ რასაც შსს ამბობდა, იყო მართალი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა პოლიტიკურ კონტექსტს ასახავს.

კობახიძის ინფორმაციით, “ქართული ოცნება“ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტს მისაღებად საკუთარ დადგენილების პროექტს შესთავაზებს, სადაც ასახული იქნება “ქართული ოცნების“ პოზიცია ხორავას ქუჩის საქმეზე და საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე.

“ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი დავუშვით, როდესაც პარლამენტის საგამოძიებო კომისია შევქმენით და როდესაც კომისიის შემადგენლობაში უმრავლესობა უმცირესობას მივეცით. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ამ პრივილეგიას უმცირესობა სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისათვის არ გამოიყენებდა, თუმცა ანგარიში პოლიტიკურ კონტეტქსტს ასახავს, რაც არის ძალიან სამწუხაროა. კომისიამ თავიდანვე საკუთარ თავს ამბიციური ამოცანა დაუსახა, რომ დაადენდა ჭეშმარიტებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე. პრეტენზია მათ შორის საზოგადოების მხრიდან უკავშირდებოდა იმას, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ბოლომდე ვერ გახსნეს საქმე და ბოლომდე ვერ დაადგინეს ჭეშმარიტება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს.

კომისიამ ამოცანად დაისახა ამ ჭეშმარიტების დადგენა, თუმცა ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ სამი თვის თავზე კომისიამ ეს ჭეშმარიტება ვერ დაადგინა, რაც აჩენს ეჭვს, რომ რასაც ამბობდა გამოძიება, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, იყო მართალი. კერძოდ ის, რომ არსებობდა ობიექტური დაბრკოლებები, რომელიც ხელს უშლიდა ჭეშმარიტების დადგნას. გამომდინარე აქედან, ყველაფერს ნათლად გაეცა პასუხი. საუბარი ვინმეს პოლიტიკურ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე არის ზედმეტი და არის მხოლოდ სუბიეტური პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ჩანაწერი” – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება და სამართალდამცავებსა და სასამართლოს აქვს საქმეზე დამატებითი გარემოების დადგენისა და სხვა პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მსჯელობის შესაძლებლობა.

“ჩვენ უნდა დაველოდოთ მეორე და მესამე ინსტანციის სხდომებს და ამის შემდეგ გამოვიტანოთ საბოლოო დასკვნა. მთავარია, დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება“ – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....