aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კობახიძე: “უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაზე შედგა ჩვეულებრივი დისკუსია, რომელიც შეიძლებოდა, დუშეთშიც შემდგარიყო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ვერცერთ შენიშვნას გამოთქვამს და უშიშროების საბჭო აქვს აჩემებული, – განაცხადა პპარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში პრეზიდენტის განცხახდებებზე საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით.

„ვერც ერთ კონკრეტულ კრიტიკულ შენიშვნას ვერ გამოთქვამს პრეზიდენტი. ერთადერთი აქვს, ასე ვთქვათ, მუდმივად აჩემებული, ეს სიტყვა უნდა გამოვიყენოთ – უშიშროების საბჭო. უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომა გაიმართა ერთი კვირის წინ. შედგა ჩვეულებრივი დისკუსია, რომელიც შეიძლებოდა, დუშეთშიც შემდგარიყო. ამას არანაირი ორგანო და უშიშროების საბჭო არ სჭირდება.

ეროვნული უშიშროების საბჭოები მოქმედებს საპრეზიდენტო, ზოგ შემთხვევაში ნახევრად საპრეზიდენტო სისტემებში და რატომ. იმიტომ , რომ იქ პრეზიდენტს პირდაპირ ექვემდებარება შესაბამისი სფერო – თავდაცვის, უსაფრთხოების სფერო, ჩვენს შემთხვევაში სათათბირო ორგანო არის შექმნილი პრეზიდენტთან იმ საკითხებზე, რომელიც მთავრობის გამგებლობის ქვეშაა. ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელსაც ხარვეზს უწოდებს პრეზიდენტი. ვერც ერთი სხვა მაგალითი მას ვერ მოჰყავს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

იტვირთბა....