aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი: “საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის დასახელება გამორიცხულია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დასახელებას გამორიცხავს.

“რაც შეეხება ჩემი კანდიდატურის განხილვას, მედიაში ეს თემა პერიოდულად აქტიურდება. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის დასახელება გამორიცხულია. მე, ჩემი დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, სახელისუფლებო გუნდთან ერთად, ვახორციელებ იმ პროგრამას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვან დადებით დინამიკას განაპირობებს. ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია სრული კონსოლიდაცია და დაწყებულ საქმეებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. ამ სიტუაციაში, ჩემი კანდიდატურის პრეზიდენტის პოსტზე განხილვა უადგილოც არის, ჩემთვის უინტერესოც და ვფიქრობ, მუდმივად ამ თემის მუსირება ჩვენი გუნდისთვისაც დამაზიანებელია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....