aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ პუტინის ვიზიტს გამოეხმაურა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ეს არის ძალისმიერად წართმეული რეგიონების დაკანონების მცდელობა”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი ამოცანაა, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში რუსეთთან კონფლიქტის დარეგულირება შევძლოთ:

“ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებები ემსახურება, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომლის მოწმენიც ვართ. ეს არის ძალისმიერად წართმეული რეგიონების დაკანონების მცდელობა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საერთაშორისო სტარეგიული პარტნიორების მხარდაჭერით მშვიდობიან და კონსტრუქციულ რეჟიმში შევძლოთ რუსეთთან კონფლიქტის დარეგულირება; ოკუპირებული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა შევარიგოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა – ეს არის ჩვენი ამოცანა და ამ ამოცანის წარმატებით განხორციელებაში ეჭვი არ გვეპარება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

1 აგვისტოს კრემლმა პუტინის აფხაზეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით პუტინის ეს ვიზიტი 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტიდან ზუსტად 9 წლის თავზე განხორციელდება.

იტვირთბა....