aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის ექსტრადირება: თინა ბოკუჩავა და ზვიად კვაჭანტირაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრს უსმენენ, ერთმანეთს თინა ბოკუჩავა და ზვიად კვაჭანტირაძე დაუპირისპირდნენ. ბოკუჩავა დაინტერესდა, ქართულმა მხარემ მიმართა თუ არა პოლონეთის, გერმანიისა და ჰოლანდიის მთავრობებს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით.

ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ მივლინებებთან და ხარჯებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს სადეპუტატო კითხვით მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია, რაც მისი თქმით, იმას აჩვენებს, რომ საპარლამენტო კონტროლი არ არსებობს.
ბოკუჩავას კვაჭანტირაძე გამოეხმაურა და მოუწოდა, კითხვები განსახილველ საკითხზე – მოქალაქეობაზე დასვას.

„თქვენ დემოკრატიაზე ნუ მოგვიწოდებთ. თქვენ იყავით, ვის დროსაც დემოკრატია ფეხქვეშ ითელებოდა. საშუალებას არ მოგცემთ, რომ სპექტაკლი დადგათ”, – მიმართა კვაჭანტირაძემ ბოკუჩავას.

იტვირთბა....