aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კანაფის თემაზე მარგველაშვილი საპატრიარქოს ლოგინში ჩაუგორდა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ჯარზე სერიოზული სადღეგრძელო დადო.

“პრეზიდენტ მარგველაშვილს მოვუსმინე

ჩანაწერებზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეგეთი სტანდარტი მაქვს, მაგრამ ეს ღიმილი რა წესიაო (სხვა პრობლემას ვერ ხედავს)

ჯარზე სერიოზული სადღეგრძელო დადო, ოღონდ რატომ გაახსენდა ახლა ჯარი გაუგებარია (5 წელია მთავარსარდალია და თავდაცვაზე რესურსების გაზრდა არ მოუთხოვია არცერთხელ)

სამაგიეროდ, კანაფზე ციტატა წაგვიკითხა საპატრიარქოს განცხადებებიდან – ქვეყნის იმიჯი შეილახებაო (ახლა რა იმიჯი გვაქვს საინტერესოა?)

ანუ:

12 დღეში საპრეზიდენტო არჩევნებია

ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირი წესით იქნება არჩეული

ქვეყანაში სრული ბარდაგია, ეკონომიკა 2%-იან ზრდაზეა ჩამოსული, ფორმალური ხელისუფლება ასტრალშია გასული, არაფორმალური – ასევე, აზრი არ მოეკითხება არავის, არაფერზე, ხელისუფლება გველაპარაკება კოლექტიური თალაკვაძე-კობახიძის პირით

და, ამ ფონზე, მარგველაშვილმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა რომ კანაფის თემაზე სხვა, ყველა პარტიასთან ერთად ჩაგორებულიყო საწოლში საპატრიარქოსთან” – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....