aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

იუსტიციის საბჭო დღეს ახალ წევრებს ირჩევს

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის საბჭო დღეს ახალ წევრებს ირჩევს. კერძოდ, მოსამართლეთა კონფერენციაზე საბჭოს წევრები დასახელებული 7 წევრიდან 4-ს ფარული კენჭისყრით აირჩევენ.

იუსტიციის საბჭოს წევრობის 7 კანდიდატია: ირაკლი შენგელია, ხვიჩა გიგილაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, თეიმურაზ სვანიძე, ვასილ მშვენიერაძე და თამარ ბეჟანიშვილი.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ მოსამართლეთა კორპუსი კენჭს საბჭოს მდივნის კანდიდატურებს უყრის.

მოსამართლეებმა, რომლებმაც უფლებამოსილების ვადა ამოწურეს, მათი საქმიანობის წლები შეაფასეს.

ლევან მურუსიძის თქმით, სამოქალაქო სექტორის მხრიდან კრიტიკა ხშირ შემთხვევაში დაუმსახურებელი იყო.

,,ჩემი მოწოდება იყო დიალოგი. ჩვენ საბჭოსთან დიალოგი პირადული ფაქტორიდან გამომდინარე არ შედგა… პირადული ანტიპატია- სიმპათია გადაწონიდა იმ საერთო თემას, რასაც სასამართლოს დამოუკიდებლობის და მართლმსაჯულების ინტერესი ჰქვია”,- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ე.წ. კლანური მმართველობის წევრობის ბრალდებაზე კომენტარი საბჭოს ყოფილმა სამივე წევრმა გააკეთა და ერთხმად თანხმდებიან რომ კრიტიკა ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელი იყო.

იტვირთბა....