aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ირაკლი ალადაშვილი: “არიან ძალები, რომელთაც კორეასა და ამერიკის ურთიერთობის განელება არ აწყობთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბირთვული იარაღი ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მნიშვნელობის საფრთხეა, რომელსაც გაფრთხილება ჭირდება. ბირთვული იარაღი, შესაძლოა, ისეთი ტერორისტული ორგანიზაციისა ან ისეთი პოლიტიკური დაჯგუფების ხელში ჩავარდეს, რომელიც მის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს, – ასე ეხმაურება სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის “არსენალის” რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შესაძლო შეხვედრას.

როგორც “მეტრონომს” ალადაშვილმა განუცხადა, ტრამპისა და ჩრდილო კორეის ლიდერის შეხვედრა მსოფლიო უსაფრთხოებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

“დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ის მზადაა კიმ ჩენ ინს შეხვდეს, მისასლმებელია. აქამდე არსებული ურთიერთბრალდებები მსოფლიოს უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ ამყოფებდა. აშშ-სა და ჩრდილო კორეის ლიდერების შეხვედრა ყველა პრობლემას არ გადაჭრის, მაგრამ მის მოსაგვარებლად დიდი ნაბიჯი გადაიდგმება. ბირთვული იარაღი ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მნიშვნელობის საფრთხეა, რომელსაც გაფრთხილება ჭირდება. ბირთვული იარაღი, შესაძლოა, ისეთი ტერორისტული ორგანიზაციისა ან ისეთი პოლიტიკური დაჯგუფების ხელში ჩავარდეს, რომელიც მის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა, მაგრამ არიან მსოფლიოში ისეთი პოლიტიკური ძალები, რომელთაც სიტუაციის განელება არ აწყობთ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩრდილო კორეასა და ამერიკას შორის ურთიერთობა არ დათბეს”, – აცხადებს ალადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპს შეხვედრა შესთავაზა. აშშ-ის პრეზიდენტი კი შემოთავაზებას დათანხმდა.

შეთავასების შესახებ განცხადება სამხრეთ კორეელმა მაღალჩინოსანმა ვაშინგტონში გააკეთა. მან ჩრდილოეთ კორეის ლიდერის წერილი გააჟღერა.  წერილში წერია, რომ კიმ ჩენ ინი თანახმაა, შეაჩეროს ბირთვული პროგრამები და ბალისტიკური რაკეტების გამოცდები, თუ აშშ-სთან მოლაპარაკებები შედგება.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მოვლენათა ამგვარი განვითარება დიდი პროგრესია, თუმცა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები მტკიცე შეთანხმების მიღწევამდე ძალაში დარჩება.

მათი შეხვედრა, როგორც ცნობილი გახდა, მაისში შედგება

იტვირთბა....