aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ინაშვილი: “რა დაგიშავათ ქართველმა ხალხმა, ვინა ხართ, მართლა, სად დაიბადეთ და გაიზარდეთ?”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩვენ დავაშავეთ, როცა “ქართულ ოცნებას” პრინციპულად არ მოვთხოვეთ ნაცმოძრაობის აკრძალვა! როცა ვერც მერვე და ვერც მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ვერ გაბედა,- შეაფასოს სააკაშვილის მმართველობა და დადოს დასკვნა, რა იყო ეს, იყო თუ არა ბოლოს და ბოლოს რეჟიმი? სამაგიეროდ, ბოკერიას რეზოლუციებს დიდი აპლოდისმენტებით იღებთ, სირიის დაბომბვას მიესალმებით და მერე გიკვირთ,- დამასკომ სოხუმის და ცხინვალის აღიარება როგორ გაგვიბედაო? საგარეო საქმეთა მინისტრი გყავთ, წარმოდგენა არა აქვს, რა არის სახელმწიფო და მისი ინტერესები! პარლამენტის თავმჯდომარე გყავთ, არ იცის, რა არის ეროვნული ცნობიერება! უმრავლესობა გყავთ, დომინანტი გუნდი სულით ნაცია, მარტო წარსულით კი არა. რა დაგიშავათ საქართველომ, ასე რომ აზიანებთ, რა დაგიშავათ ქართველმა ხალხმა, ვინა ხართ, მართლა, სად დაიბადეთ და გაიზარდეთ?”, – წერს სოციალურ ქსელში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი.

იტვირთბა....