aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თინა ხიდაშელი: “რუსეთის მიერ პრემიერის დაცინვის მასშტაბი მოსალოდნელი იყო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მე არ ვიცი რა მოლოდინი ქონდა კვირიკაშვილს, მაგრამ ის რა პასუხიც მოვიდა იყო სრულიად მოსალოდნელი. სამწუხაროა, რომ პრემიერი მზადაა ჩაერთოს ჟენევის ფორმატში და აამაღლოს ამ მოლაპარაკების სტატუსი და ამასობაში რუსული მხარე მორიგ ჯერზე პასუხობს, რომ არავითარ მნიშვნელობას ანიჭებს ვინ იქნება მოლაპარაკების მაგიდაზე, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი რუსეთის მიერ საქართველოს პრემიერისადმი გამოგზავნილ საპასუხო წერილს.

“პასუხი რუსეთის საგაერო საქმეთა სამინისტრომ კი არა, მისი რომელიღაც დეპარტამენტის პასუხი იყო, რაც თავისთვად მნიშვნელოვანი დეტალია. მე ვფიქრობ დაცინვის ეს ხარისხი და მასშტაბი მოსალოდნელი იყო. ქვეყნის პრემიერი აკეთებს განცხადებას და რომელიღაცა სამინისტროდან, რომელიღაცა დეპარტამენტის, რომელიღაცა ოთახიდან წერენ, რომ ყოჩღ, კარგი ბიჭები ხართ, მაგრამ იმის იქით ვერაფერს ვიზავთო. ძალიან სამწუხარო იყო ასეთი პროცესი.

შეუძლებელია ასეთი პასუხის მოლოდინი ვინმეს არ ქონოდა, როდესაც რუსეთმა მიიღო შესაძლებლობა რაც შეიძლება დაბალი სტატუსი მიეცა საქართველოს პრემიერისთვის. მეორე, საქართველო არის ის მხარე, რომელიც პრობლემებს ქმნის ჟენევის მოლაპარაკებაში და როგორც უფროსმა ძმამ ჭკუა დაგვარიგა. მესამე, მათ გვითხრეს, რომ მიესალმებიან ჩვენს სურვილს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან, აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთთან, პირდაპირი დიალოგი დავიწყოთ. თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთს არაფერი შეუძლია, რადგან საუბარია მესამე სახელმწიფოებზე და სამწუხაროდ, ტატუნაშვილის სიკვდილი ამ კონტექსტში იქნა გაყვანილი. მე არ ვიცი რა მოლოდინი ქონდა კვირიკაშვილს, მაგრამ ის რა პასუხიც მოვიდა იყო სრულიად მოსალოდნელი.

სამწუხაროა, რომ პრემიერი მზადაა ჩაერთოს ჟენევის ფორმატში და აამაღლოს ამ მოლაპარაკების სტატუსი და ამასობაში რუსული მხარე მორიგ ჯერზე პასუხობს, რომ არავითარ მნიშვნელობას ანიჭებს ვინ იქნება მოლაპარაკების მაგიდაზე. მნიშვნელოვანია და ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ რეგიონში გამოქვეყნებული სამარცხვინო პასკვილი, რომელიც ოსებმა კვირიკაშვილს მიუძღვნეს და რუსებმა თავის არათნაბარ პიროვნებად მიიჩნიეს. შეცდომა ბევრს მოსვლია, მაგრამ როდესაც ეს ბევრჯერ მეორდება, შედეგიც წინასწარგანჭვრეტადია, ეს უკვე დამცირების პოლიტიკის სახეს ატარებს”, – განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას პასუხობს, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ კრემლში გაიგზავნა.

“კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გადმოცემულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაღრმავების შესახებ. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი, როგორც მანამდე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი.
გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხსენებული სწრაფვა პროგრესისკენ ჟენევის დისკუსიებში იმედს გვაძლევს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ მორიგ რაუნდს უკავშირდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა მხარდაჭერილი იქნებოდა მოლაპარაკებების დანარჩენი მონაწილეების მიერაც, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას.
შეუძლებელია არ მივესალმოთ, ასევე, დეკლარირებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგის შესახებ. სწორედ ასეთია ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების დასარეგულირებლად, რომლებიც საქართველოს აწუხებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებს გარეთ არსებობს. კერძოდ, ეს ეხება ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რაც მწუხარებას იწვევს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....