aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თემქაზე მოკლული გოგო იდენტიფიცირებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერთ საათზე მეტია უკვე თემქაზე გარდაცვლილი გოგოს მშობლები პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. თავად გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია – ის 20 წლის ანა ნაცვლიშვილია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

ადგილზე კრიმინალისტები არიან მობილიზებულები.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოჩენილ იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია – იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო

იტვირთბა....