aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თბილისში, არჩევნების წინა დღეს, დიდი მსვლელობით უარს ეტყვიან თანამედროვე ბოლშევიზმს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტიკოსმა კოკა გუნცაძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე „გვახსოვს 7 ნოემბერი“ განაცხადა, რომ არჩევნების წინა დღეს თბილისში, დიდი მსვლელობით საბოლოოდ ეტყვიან უარს თანამედროვე მოდიფიკაციის ბოლშევიზმს საქართველოში.

მისი თქმით, ყველა იმ ქალაქში მოხდება ამომრჩევლის მობილიზება, სადაც პირველ ტურში პრობლემები შეიქმნა.

ჩვენ სრული მობილიზაცია გამოვაცხადეთ. ჩავალთ ყველა დიდ ქალაქში, სადაც პირველ ტურში გარკვეული პრობლემები იქნა. ყველა დიდ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისში, თელავში გორში, რუსთავში და ამ ბოროტებას საბოლოოდ გადავტეხავთ წელში. ეს იქნება გარდაუვალი. ჩვენ ყველგან გავხსნით ოფისებს, ზოგან უკვე გვაქვს, სადაც შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ იმუშავებენ ხალხის მობილიზაციაზე. საბოლოოდ, არჩევნების წინა დღეს შევიკრიბებით თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 17:00 საათზე და დიდი მსვლელობით საბოლოოდ ვეტყვით უარს თანამედროვე მოდიფიკაციის ბოლშევიზმს საქართველოში“, – განაცხადა კოკა გუნცაძემ.

იტვირთბა....