aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისი საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრები ერთ-ერთი ქუჩისთვის მაკკეინის სახელის მინიჭებას ითხოვენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაქალაქის რომელიმე ქუჩისთვის ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებას თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველო” ითხოვს.

ამ ინიციატივით ფრაქციის წევრებმა დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს და სახელდების კომისიას პრესკონფერენციაზე მიმართეს.

„ჯონ მაკკეინი საქართველოს თავისუფლების ერთ–ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო, საქართველოსთვის თანადგომის ორგანიზატორი საერთაშორისო მასშტაბით, ჩვენი პოლიტიკური და თავდაცვისუნარიანობის ერთ–ერთი დიდი მხარდამჭერი. ჩვენ ყველას გვახსოვს, ჯონ მაკკეინი იყო ის, რომელმაც დაამკვიდრა აშშ–ში გამოთქმა „დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ“. ასე, რომ მიგვაჩნია, ქართველების, თბილისელების ვალიცაა, გვქონდეს ჯონ მაკკეინის სახელობის ქუჩა. გვინდა, ამას ჰქონდეს მრავალპარტიული მხარდაჭერა და ამიტომ მივმართავთ საკრებულოს თავმჯდომარეს, უმრავლესობას, ყველა ოპოზიციურ ფრაქციას, დავსხდეთ და ღირსეულად ჩავატაროთ ეს პროცედურა. თბილისის რომელიმე ქუჩას მიენიჭოს ჯონ მაკკეინის სახელი“, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

იტვირთბა....