aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზაზა ბაქრაძე: ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ფიგურირებდა გვარი ადეიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ იქ ფიგურირებდა გვარი ადეიშვილი”, – ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ბუტა რობაქიძის საქის მოწმემ, ზაზა ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“  განაცხადა, აღნიშნულ საქმეში მონაწილეობა შიშის საფუძველზე მიიღო.

“ვიცოდით, რომ ამ ბავშვს პოლიციასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ იქ ფიგურირებდა გვარი ადეიშვილი. მე იმ მომენტში შემეშინდა ჩემი ოჯახის გამო. გარანტირებული მქონდა, რომ ჩემი ოჯახის წევრებს პრობლემები შეექმნებოდათ, თუ მეც არ მივიღებდი ამაში მონაწილეობას. მიქაძემ მითხრა, რომ ეს არის ადეიშვილის გადაწყვეტილებაო, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის რეფორმა და არავითარ შემთხვევაში პატრულის თანამშრომელი არ უნდა დადანაშაულდესო. აქ მთავარია ერთი მომენტი – თქვენ ნანახი გაქვთ კადრები, ამ სისასტიკეში ჩადებულია, რომ იქ უნდა ყოფილიყო: ასე მოექცნენ პოლიციელებს და ჩვეულებრივ მოქალაქეებს რას უზამენო“, – აღნიშნა ზაზა ბაქრაძემ.

ია მეტრეველი: სააკაშვილმა გახადა ბუტას უბედურება პოლიტიკური

იტვირთბა....