aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: რასაკვირველია, ჭიჭინაძის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა იცოდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი აცხადებს, რომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა იცოდა.

მისი თქმით, მათ პარტიაში კრიტიკული აზრის გამოთქმისა და კამათის შეზღუდევა არ არსებობს, ხოლო დავით ჭიჭინაძის საქციელს კი “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესს  უკავშირებს.

„ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება, რასაკვირველია, იცოდა. მე ძალიან მიკვირს, რომ ეს ბრიუსელის ვიზიტი, გერმანიის კანცლერის ჩამოსვლა, ამ თემის აქტიური გადაფარვა მიმდინარეობს და ლაპარაკია, იმ რაღაც ფაციფუცზე, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენმა ერთმა კოლეგამ. ჩვენთან კრიტიკული აზრის გამოთქმის, კამათის არავითარი შეზღუდვა არ არსებობს.  არსებობს მთავარი ამოცანა, რომელიც აქვს ოპონენტ მხარეს, ეს არის დესტაბილიზაცია და ეს არის მმართველი გუნდის რყევა. ნაციონალური მოძრაობის ინტერესი ეს არის და ამას ემთხვევა ის, რასაც დათო ჭიჭინაძე აკეთებს, არ მგონია, რომ ამ ნაბიჯზე შეგნებულად გადავიდა,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამდივნომ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

იტვირთბა....