aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვოლსკი: “ოპონენტებს უნდათ ხელისუფლების, წარმოჩენა როგორც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მხარდამჭერად”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება რასაკვირველია, ყოველთვის იდგება იმ პოზიციაზე, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდოს და არა მარტო გამოხატვის, არამედ ამ გამოხატვის შეფასებაც არ უნდა შეიზღუდოს.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპონენტების დიდი ნაწილი დაირაზმა იმისთვის, რათა საპატრიარქოს განცხადება აგრესიულ თემად წარმოაჩინოს და ამით ხდება ლუსტრაცია, თუ რა უნდათ მათ რეალურად.

როგორც გია ვოლსკიმ განმარტა, რეალურად ოპონენტებს უნდათ, დაპირისპირებების გაღვივება და ხელისუფლების, როგორც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მხარდამჭერად წარმოჩენა.

“ვფიქრობ, საპატრიარქოს განცხადებამ იმედები გაუცრუა ადამიანებს, ვინც დაპირისპირებების პროვოცირებას ცდილობს თუნდაც იმ გადაცემებით, იმ სიუჟეტებით, რომლებიც გარკვეულ შეურაცხყოფას აყენებს მართლმადიდებლებს და არა მარტო მართლმადიდებლებს – საერთოდ საზოგადოებას, თუმცა სიტყვის თავისუფლებას რასაკვირველია, საქართველოში არასდროს დაემუქრება რაიმე საფრთხე. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა მარტო სიტყვის თავისუფლებას, არამედ ამ თავისუფალი სიტყვისათვის ოპონირების გაწევასაც არანაირი საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება, საპატრიარქოს მოწოდებას ხელისუფლებისადმი, რომ “გადაიდგას ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები”, ხომ არ ნიშნავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მოწოდებას საკანონმდებლო მიმართულებით, გია ვოლსკი აცხადებს, რომ მსგავსი შეზღუდვა გამორიცხულია.

“არანაირი კანონმდებლობის შეცვლაზე აქ საუბარი არ არის – სახელმწიფომ ყოველთვის უნდა უზრუნველყოს ის, რომ პროვოკაციის საფუძველზე წარმოქმნილი დაპირისპირება, რომელიც ერთმანეთს ასაზრდოებს, ორი რადიკალური მხარე არ გადაიზარდოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. ეს უნდა უზრუნველყოს ხელისუფლებამ ისევე, როგორც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან და საპატრიარქოს წარმოჩენა როგორც აგრესიისაკენ მომწოდებელი სტრუქტურის არის სწორედაც ის ჩანაფიქრი, რასაც ხშირ შემთხვევაში მიზნად ისახავს პროვოკაციული სიუჟეტები”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში გასულ სიუჟეტებსა და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადებებს ეხებოდა. საპატრიარქო ასევე მიმართავს სამღვდელოებას და დიპლომატიურ კორპუსს. საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე.

იტვირთბა....