aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: ენმ ცდილობს, არჩევნების არალეგიტიმურობის საკითხი წამოსწიოს და ამაში მონაწილეობენ არასამთავრობოები

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” წევრი, გია ვოლსკი მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონკრეტული ფაქტები წარმოადგინონ.

ვოლსკის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, რომ არჩევნების არალეგიტიმურობის საკითხი წამოსწიოს და ინფორმაციები ამომრჩევლის მოსყიდვის თაობაზე ამას უკავშირდება, ამაში კი მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

“ერთი ვინმემ აგვიხსნას, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომ დაბეჭდო ეს, რამდენი უნდა დაბეჭდო, როგორ უნდა გამოიყენო?  ეს ნაცმოძრაობის პერიოდი ხომ არ არის?! რეგისტრაციას გადის ყველა. ერთი ვინმემ თქვას, როგორ უნდა გამოიყენო? ბიძინა ივანიშვილმა საბეჭდი აპარატი მოიპარა, წაიღო სოფლებში და იქ ბეჭდავს? ეს ცოტა არასერიოზულად მეჩვენება,“ – აცხადებს გია ვოლსკი და მოითხოვს, რომ არასამთავრობოებმა კონკრეტული ფაქტები წარმოადგინონ. დეპუტატი ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტს გამორიცხავს და აცხადებს, რომ, თუნდაც, ის ფაქტი, რომელიც კარტოფილის და ხახვის დარიგებას ეხებოდა, არასწორად იქნა გავრცელებული. გია ვოლსკის თქმით, ის ადამიანი, ვინც ამ პროდუქტს არიგებდა, არაფერი აკავშირებს „ქართულ ოცნებასთან“. „სულელური სვლა არის, თუ ვინმეს ვინმეს მოსყიდვა უნდა,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება.

იტვირთბა....