aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვინ არის თქვენი ბოსი”: მამუკა ბახტაძეს “მსოფლიო თავდაყირა – 2018”-ზე კითხვა დაუსვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საერთაშორისო კონფერენცია “მსოფლიო თავდაყირა – 2018”-ზე Financial Time-ის ანალიტიკოსმა ედუარდ ლუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დაუსვა კითხვა თუ ვის წინაშეა ის ანგარიშვალდებული და ვინაა მისი ბოსი.

მამუკა ბახტაძემ ანალიტიკოსს უპასუხა, რომ მისი აზრით, საქართველოში ოლიგარქიული მდგომარეობა არ არის და ის ანგარიშვალდებულია ამომრჩევლებისა და ქართული საზოგადოების წინაშე.

„მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ოლიგარქიული მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. ჩვენ 2012 წელს არჩევნები მოვიგეთ. საუკეთესო პასუხი იმაზე, თუ რა მოიტანა ჩვენი ქვეყნისთვის ამ დიდმა ცვლილებამ, არის საერთაშორისო რანჟირებები. როგორ გაუმჯობესდა ჩვენი რანჟირება ყველა მიმართულებით: მედია პლურალიზმი, ადამიანის უფლებები, კერძო სექტორის აქტივების საკუთრების დაცვა, გაცილებით უფრო მაღალი გამჭვირვალობა. შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ხუთეულში. რაც კვლევებს, საქართველო ნიდერლანდების, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის დონეზე დგას ძალიან ბევრ კვლევაში. ესაა კონკრეტული მიღწევები. ჩვენ ვართ სწორ გზაზე, დემოკრატიული ტრანსფორმირების გზაზე და ევროპული დემოკრატიის დამკვიდრების გზაზე.“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, იმ ფაქტს, რომ საქართველოში ოლიგარქიული მდგომარეობა არ არის, მოწმობს რეალური სტატისტიკა და რეალური ციფრები. ასევე, ქვეყნის განვითარება საერთაშორისო შეფასებებში.

იტვირთბა....