aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე: უწმინდესს აინტერესებდა რა გეგმები გვაქვს მახინჯი სისტემის დასანგრევად

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაერთიანებული ოპოზიცია -„ძალა ერთობაშიას“  პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პატრიარქთან შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე ისაუბრეს.

როგორც მან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განმარტა, პატრიარქის თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია არასოდეს აღარ უნდა იყოს განდევნის ობიექტი, დატერორებისა და დევნის საგანი და როგორც ყველა ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში, უნდა გადაიქცეს ხელისუფლების ნაწილად, რომელიც აკრიტიკებს, რჩევებს აძლევს და აკონტროლებს ხელისუფლებას.

„უწმინდესმა მიგვიღო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენთვის მისი ყველი სიტყვა მნიშვნელოვანი არის. უპირველეს ყოვლისა, ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ, ერმა და ბერმა მოიპოვა. რაც შეეხება იმ ბოდვით „კანონპროექტს“, რომელიც ე.წ. ხელისუფლებას ჰონდა, რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევას ითვალისწინებდა და ჩვენ ხელისუფლებას კიდევ ნარკორეალიზატორად გადააქცევდა, ეს ბრძოლა გასაგრძელებელია. ერთი წუთით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, რადგან არ არსებობს ოლიგარქი, რომელიც 500%-იან მოგებაზე, როგორც თვითონ ამბობს, უარს იტყვის.

უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ საქართველოში დაინგრეს მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელიწადია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. დეტალურად ვუამბეთ ამ გეგმებზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

ჩვენი ინიციატივით იყო ეს შეხვედრა და უღრმესი მადლობა უწმინდესს, რომ ვთხოვეთ შეხვედრა გუშინ საღამოს და მიუხედავად თავისი გრაფიკისა, დრო გამონახა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი,  გრიგოლ ვაშაძე და  მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრები კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდნენ.

იტვირთბა....