aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვარკეთილში სროლის შედეგად 38 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვარკეთილში სროლის შედეგად 38 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაიჭრა. დაჭრილი 45 წლამდე მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მეტრონომს” განუცხადა გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე და 19/109-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ გულისხმობს. სასჯელი კი 16-20 წელს ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

იტვირთბა....