aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ეს საქმე არის თავდასხმა უმაღლესი თანამდებობის პირზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ინტერესებს “ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს”:
„უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ამ ფაქტის გამო, როდესაც ასეთი უმაღლესი თანამდებობის პირს, კონსტიტუციური თანამდებობის პირს, რომელსაც აქვს მაღალი კონსტიტუციური სტატუსი, მას თავს ესხმიან მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და მას თავს დაესხნენ არა იმიტომ, რომ ის იყო ფიზიკური პირი ლაშა თორდია, ის იყო გენერალური აუდიტორი და მისი საქმიანობა იყო პირდაპირ კავშირში იმ თავდასხმასთან, რომელიც მის მიმართ განხორციელდა. გამოძიება დაიწყო 126-ე მუხლით, რაც თავიდანვე იყო აბსურდული და კარგად იკვეთებოდა სახელმწიფოს საგამოძიებო ორგანოების მიზანმიმართული ქმედება, რომ ეს საქმე არ გამოძიებულიყო და ეს საქმე ძალიან მალე შეწყვეტილიყო. ეს საქმე არ არის ჩვეულებრივი ცემა, ეს საქმე არის თავდასხმა უმაღლესი თანამდებობის პირზე, რომელიც მის საქმიანობას უკავშირდება,“- განაცხადა თამარ ავალიანმა ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას განცხადებით, 12 მაისს კლუბ „ელ ცენტროში“ მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო მასთან ერთად ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელიც იმყოფებოდა და ჩხუბში აქტიურად მონაწილეობდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

იტვირთბა....