aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ერთ-ერთი ვერსიით, “გორგიას” მფლობელის გატაცებას ყოფილი მეუღლე გეგმავდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გორგიას” მფლობელის, გია გორგოშაძის არშემდაგრი გატაცების საქმეზე, შსს-ს ოპერატიულ ვიდეომასალაში, რომელზეც გამოძიების ვერსიით, გამტაცებლები ნაქირავებ ბინაში არიან დაფიქსირებული, ბრალდებულები ორი ქალბატონის ნინოს და ლალის სახელებს ახსენებენ, -ინფორმაციას “კვირის პალიტრა” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გამოძიება ანგარიშსწორების ვერსიაზეც მუშაობდა, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენის გატაცება მისმა ყოფილმა მეუღლემ, ნინო დარსალიამ შეუკვეთა და საქმეში ჩართული იყო მისი მეგობარი ქალი ლალი ე.

“კვირის პალიტრა” ერთ ერთი ბრალდებულის მიერ დუმილის უფლების გამოყენებამდე მიცემული ჩვენებიდან ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ფულის გამოძალვის მიზნით მათ გატაცება შეუკვეთეს და გამტაცებელები “შემკვეთის გადადგებას” , მისთვის მხოლოდ ნახევარი მილიონის მიცემას და ქვეყნის დატოვებას გეგმავდნენ. კიდევ ერთ ციტატა ჩვენებიდან, რომელსაც კვირის პალიტრა აქვეყნებს- “გატაცება ცოლმა შეგვიკვეთა, ფული უნდოდა. გვითხრა, რომ გორგოშაძემ ჩემი ფულებით დაიწყო ბიზნესი და მერე გადამაგდო, ვუჩივლე და საქმე მიდისო”.

ბაგების სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. საქმე ეხება ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მფლობელის გატაცებისა და ფულის გამოძალვის მცდელობას.

შეგახსენებთ, “გორგიას” მფლობელის გატაცებისა და ფულის გამოძალვის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე ჩაატარეს.

”შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, მოქალაქე გ. გ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს.”-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....