aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ერთი წუთით თუ წარმოუდგენია ვინმეს რა შეიძლება მოხდარიყო, როდესაც ბათუმში, აღტკინების პიკში მყოფი ახალგაზრდების პარალელურად შევიდოდა სპეცდანიშნულების რაზმი?”

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში“, ბათუმის მოვლენებზეც ისაუბრა. კალაძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენება აღნიშნული აქციის ორგანიზატორებს აწყობდათ კიდეც:

„ერთი წუთით თუ წარმოუდგენია ვინმეს რა შეიძლება მოხდარიყო, როდესაც იქ აღტკინების პიკში მყოფი ახალგაზრდების პარალელურად შევიდოდა სპეცდანიშნულების რაზმი და მოხდებოდა დაშლა, დარბევა?! მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ვინც იყო ამ ყველაფერის ორგანიზატორი, შეიძლება მათ ეს გათვლილი ჰქონდათ, აწყობდათ კიდეც… იქ, რომ ვინმეს ერთი ღერი თმა ჩამოვარდნოდა, რა შეიძლება დატრიალებულიყო? მე ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა და ზოგადად პოლიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს. არ მიყვარს გასულ წლებზე საუბარი, თუ რა იყო როგორ იყო თუ რა მდგომარეობა იყო -ყველამ კარგად ვიცით. უბრალოდ, მნიშვნელოვანი შედარება გავაკეთოთ თუ რა ხდებოდა ქვეყანაში წლების განმავლობაში. როგორ არბევდნენ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ მოსაზრებებს გამოხატავდნენ – ეს იყო გადამეტებული ძალა. რადგან წინა ხელისუფლების პოლიტიკა ორიენტირებული იყო დაშინებაზე და ძალის გამოყენებაზე. ისე ხდებოდა ამ ადამიანების დაშლა, რომ ყველასთვის დაენახებინათ რა არის მათთვის მთავარი და მნიშვნელოვანი. დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები, ჩვენთვის მთავარია ადამიანი, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, თორემ იმ ხერხებზე იოლი, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, არაფერი არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ

იტვირთბა....