aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპულმა საქართველომ” დღევანდელ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩია.

როგორც ყრილობაზე პარტიის წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა, დღეს არც ერთი პარტია და პოლიტიკოსი პოპულარული არ არის. მან ისაუბრა არჩევნებზე და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკოსებმა უნდა აქციონ თანამშრომლობის და არა დაპირისპირების არეალად:

“დადგა დრო მოვიპოვოთ პირველი გამარჯვება გამარჯვებების გრძელ გზაზე! ჩვენ ვხედავთ გაჩერებულ ქვეყანას, ეკონომიკას, რომელიც სულს ღაფავს, გაზრდილ კრიმინალს, რომელსაც სახელმწიფო ვეღარ უმკლავდება. ვხედავთ თვითკმაყოფილ სახეებს ხელისუფლებაში და გაღატაკებულ ხალხს ქუჩაში. “ოცნებამ” მომავლის რწმენა ჩაკლა მოსახლეობაში.

პოლიტიკა მთლიანად და პოლიტიკოსები ძალიან დავშორდით ხალხს. დღეს ყველაზე პოპულარული არცერთი პარტიაა, ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი კი არავინ. ამასობაში ხდება ფლანგვა და სახელმწიფოებრიობის ეროზია. ევროპული საქართველო საუკეთესო პლათფორმაა ოპოზიციისთვის, რადგან ხონსა და ვანში ჩვენ, ოპოზიციურ პარტიათა შორის, გასულ არჩევნებზე საუკეთესო მაჩვენებელი გვქონდა. ვაქციოთ ეს არჩევნები თანამშრომლობის და არა დაპირისპირების არეალად. თანამშრომლობის! რასაც ჩვენგან ელოდება ჩვენი ხალხი. თანამშრომლობის! უკეთესი საქართველოსთვის, თანამშრომლობის! მომავალი საქართველოსთვის.’’- განაცხადა გიგი უგულავამ “ევროპული საქართველოს” რიგგარეშე ყრილობაზე.

იტვირთბა....