aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

ორი მიზეზი, თუ რატომ არ გამოცხადდა დღეს სააკაშვილი სასამართლო პროცესზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს დანიშნულ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა და მიზეზად 2 ფაქტორი დაასახელა.

ერთ-ერთი მიზეზი, მისი თქმით უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში დაწყებული შეხვედრებია, როგორც სააკაშვილი ამბობს, მან არ ცათვალა საჭიროდ შეხვედრების გადადება სასამართლოს გამო, რადგან მისი აზრით, რეგიონალური ვოიაჟები უფრო მნიშვნელოვანია.

სააკაშვილის თქმით, მეორე მიზეზი მოსამართლე იური ბელოუსია. “მოსამართლემ მიიღო ბრძანება პოროშენკოსგან, რომ გამოიტანოს ჩემს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი და დამაჯარიმოს. ამიტომ მე ვარჩიე შეხვედრებზე წასვლა” – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი საპასპორტო კონტროლის გვერდით ავლით გადალახა, რაშიც მას მისი მხარდამჭერები დაეხმარნენ. ამ ფაქტს წინ უსწრებდა უკრაინის მხარის გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და ქვეყანაში არშეშვების შესახებ, რომელიც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა თავის მომხრეებთან ერთად საზღვართან გააპროტესტა.

იტვირთბა....