aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

დიზელის საწვავის სტანდარტი ეტაპობრივად გამკაცრდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიზელის საწვავის სტანდარტი ეტაპობრივად გამკაცრდება, –  ამის შესახებ ცნობილი გარემოს დაცვის მინისტრის ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან გამრთულ შეხვედრაზე გახდა, სადაც საქართველოში მოხმარებული საავტომობილო საწვავის ხარისხის გაუმჯობესებასა და სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებაზე იმსჯელეს.

საავტომობილო დიზელის საწვავის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გეგმავს, რომლის საფუძველზეც კიდევ ერთხელ გამკაცრდება ეროვნული სტანდარტი და 2017 წლის 1 იანვრიდან დიზელში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობა 33%-ით შემცირდება, ხოლო 2019 წლისთვის ევრო4-ის სტანდარტს გაუტოლდება.

ბოლო პერიოდში, სამინისტროს ინიციატივით, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ხარისხის ევროსტანდარტებთან ეტაპობრივად მიახლოების კუთხით საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რომლის შედეგად, ქვეყანაში მოქმედი ბენზინის ეროვნული სტანდარტი 2017 წლიდან ევრო5 სტანდარტის შესაბამისი გახდება.

მიმდინარე წელს სამინისტრომ საავტომობილო ბენზინისა და დიზელის სახელმწიფო კონტროლიც დაიწო, რომელსაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს.

იტვირთბა....