aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დატოვებულია კვალი და ანაბეჭდები, მკვლელი მეზობლებმაც დაინახეს”: ბიზნესმენის მკვლელობის ახალი დეტალები

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელმა შემთხვევის  ადგილზე “უამრავი შეცდომა” დაუშვა. ეს განცხადება ბიზნესმენის მეგობარმა მამუკა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი ინფორმაციით, დამნაშავემ ბინაში თითის ანაბეჭდები დატოვა, გარდა ამისა ის სავარაუდოდ მეზობლებმა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმაც დაინახეს. შესაბამისად გამყრელიძე ფიქრობს, რომ მკვლელი არაპროფესიონალი იყო.

“როგორც ჩანს არ იყო პროფესიონალი იმიტომ, რომ უამრავი შეცდომაა დაშვებული, ამას პოლიციელებიც ადასტურებენ. დატოვებულია კვალი, დატოვებულია ანაბეჭდები, სახე არ დაუფარია, რამდენიმე ადამიანმა დაინახა, უკან გასასვლელი გზა კარგად არ ჰქონდა შერჩეული, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, დიდხანს ემზადებოდა იმიტომ, რომ ბინოკლიც დააგდოო ვიღაცამ თქვა და მე არ ვიცი ზუსტად , ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ რამდენჯერმე უცხო, ახალგაზრდა კაცი შეამჩნიეს აქ მეზობლებმა, მუშებმაც დაინახეს ეს ადამიანი და მგონი მათაც გააკეთეს ეს ფოტორობოტი, თუ დაახასიათეს როგორია ეს ახალგაზრდა”,-განუცხადა გამყრელიძემ “ჟურნალისტებს.

იტვირთბა....