aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღონისძიებების სია: რა არის დაგეგმილი დამოუკიდებლობის დღეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღე, როგორც ირკვევა, “ვეფხისტყაოსნის” თემატიკით იქნება დატვირთული. შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლოზუნგით – „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“, ღონისძიებები თბილისში და მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.

გთავაზობთ იმ ღონისძიებების სიას, რომელიც თბილისში გაიმართება:


რუსთაველის გამზირი

• საბავშვო კონცერტები
11:00 – 11:40; 12:30 – 13:10 ; 13:30 – 14:10; 14:30 – 15:30
• ვიქტორინა ვეფხისტყაოსნიდან
13:10 – 13:30 ; 14:10 – 14:30 ; 15:30 – 15:50 ; 17:40 – 18:00
• ელექტრონული მუსიკა
15:50 – 17:40 სთ და 18:00 – 00:00
• მხატვრების მიერ ფერწერული ტილოების შექმნა 12:00 – 16:00
• სოლიდარობის ფონდის დასახმარებლად ქართველი მხატვრების ნამუშევრების აუქციონი 17:00 და ვეფხისტყაოსნის თემატიკით აქსესუარების გაყიდვა

 

რუსთაველის გამზირი 11:00 საათიდან 21:00 საათამდე:
• ტექნოპარკის სივრცეში წარმოდგენილები იქნებიან სტარტაპერები, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს შეასრულებენ თემატურად „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, გაიმართება გამოფენა/გაყიდვა
• საბავშვო არქეოლოგიური გათხრები
• ქვიშაზე ხატვა-ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებისა და სცენების ილუსტრირება
• ,,ქაჯეთის ციხი’’-ს კონსტრუქცია და საბავშვო სივრცე
• მონაწილეობა ეტრატის დაძველების პროცესში
• დიდი ზომის სამეფო ჭადრაკი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების ვიზუალით
• მიჯნურთა, რაინდობის და მეგობრობის ხეივანი
• „თავისუფალი გაკვეთილები“ ბავშვებისთვის – ზღაპრული სივრცე;
• სუხიშვილების ანსამბლის ბავშვების ფლეშმობი
• სასოფლო-სამეურეო პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა
• 80-მდე მეწარმის, ასევე კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
• სტარტაპერების ნამუშევრები „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაში
• იშვიათი სახეობების მცენარეებით ვეფხისტყაოსნის თემატიკის წარმოდგენა
• სათვალეები საქართველოს დაცულ ტერიტორიების ვირტუალურად დასათვალიერებლად
• ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მულაჟების გამოფენა;
• 3 არტ კაფე
• კონცერტი ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე
• ინსტალაცია „ვეფხისტყაოსნის“ უცხოური გამოცემები და „ანბანი“
• „ვეფხისტყაოსნის” გმირების ვირტუალური გაცოცხლება , პანტომიმის თეატრის და მოძრაობის თეატრის წარმოდგენები
• ძველი ქართული სამზარეულოს დაკარგული რეცეპტების გაცოცხლება
• ქუჩის არტი “ვეფხისტყაოსნის” თემატიკაზე
• სპორტული ღონისძიებები
• ეროვნულ მუზეუმში გამოფენა – 51 ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“
• საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონი : ინტელექტუალური თამაში, ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს – კამპანიის ფარგლებში მსურველების ჩაწერა, ლაივ სტუდიები რუსთაველის გამზირიდან, სპეციალური სტუდია, საიდანაც მოამბე პირდაპირ ეთერში გადაიცემა

ვარდების მოედანი , 21:00 საათი

• გალა კონცერტი
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უერთდება კერძო სექტორი სხვადასხვა, საბავშვო, გასართობი, შემეცნებითი და თემატური აქტივობით.
ასევე, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი იქნება დამწყები და გამოცდილი მეწარმეების საერთო, თემატური გამოფენა-გაყიდვა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება ყველა თვითმმართველ ქალაქში
• სამხედრო ტექნიკის გამოფენა
• ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ორგანიზებული საბავშვო, გასართობი, სპორტული ღონისძიებები
• დასკვნითი კონცერტები

 

იტვირთბა....