aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიგაური: “ზუგდიდში, ერთ-ერთ უბანზე კომისიის წევრმა საარჩევნო ყუთში კონვერტები ჩაყარა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მედია ცენტრში საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებიან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ პირველი საათის მონაცემები მედიას გააცნო. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის ინფორმაციით, დარღვევა დაფიქსირდა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე საარჩევნო უბანზე.

გიგაურის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა სამეგრელოში, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის 94-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, რა დროსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დამკვირვებელმა დარღვევის შემთხვევა დააფიქსირა.

ეკა გიგაურის ინფორმაციით, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა საარჩევნო ყუთში კონვერტები ჩაყარა. გიგაურის თქმით, „გამჭირვალობის“ წარმომადგენელს ამ ფაქტთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარემ თვალის დახუჭვა სთხოვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა უკავშირდება არჩევნების სავარაუდო გაყალბებას ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის 94-ე საარჩევნო უბანზე. ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ ერთ-ერთმა კომისიის წევრმა ჩაყარა კონვერტები ყუთში. პროტესტის გამოხატვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ სთხოვა და ასევე კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა სთხოვა ჩვენს დამკვირვებელს, რომ თვალი დაეხუჭა ამ ყველაფერზე და არ დაეწერა საჩივარი. ჩვენ მოვაწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ ამ ფაქტით, რადგან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ ვითხოვთ ამ უბნის შედეგების ბათილად ცნობას. ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, გურჯაანის საარჩევნო ოლქის მეორე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს, გარეთ გაყვა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საქართველოს ერთიანი ახალგაზრდათა კავშირის“ წარმომადგენელი და მას გადასცა თანხა. ესეც არის სამართალდამცავი ორგანოების შესწავლის საგანი. აგიტაციის წესების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა გურჯაანის საარჩევნო ოლქის 25-ე საარჩევნო უბანზე, ერთ-ერთმა კომისიის წევრმა კაბინის გარეთ მისცა ხმა და ესეც არის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

იტვირთბა....